geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

თსუ წარმომადგენლები ნაყოფიერი სამეცნიერო-საგანმანათლებლო-საზოგადოებრივი მოღვაწეობისთვის დაჯილდოვდნენ

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის დაარსებიდან 85 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ორდღიანი სამეცნიერო კონფერენციის დასასრულს მკვლევართა საზეიმო დაჯილდოების ცერემონია გაიმართა.

 

ქართული მეცნიერების განვითარებასა და პოპულარიზაციაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, მრავალწლიანი ნაყოფიერი სამეცნიერო, საგანმანათლებლო და საზოგადოებრივი მოღვაწეობისთვის დაჯილდოვდნენ:

 

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი ჯაბა სამუშია;

თსუ-ის რექტორის მოადგილეები — კახაბერ ჭეიშვილი და ერეკლე ასტახიშვილი;

თსუ-ის პროფესორები — ვახტანგ ლიჩელი, პეტრე ბაბილუა და გიორგი ღვედაშვილი.

 

მკვლევრებს მადლობის სიგელები გადასცეს აჭარის არ მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ, აჭარის ა.რ. უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ცოტნე ანანიძემ, აჭარის ა.რ. განათლებისა და სპორტის მინისტრმა მაია ხაჯიშვილმა, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ ზვიად გაბისონიამ და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა ტიტე აროშიძემ.

 

დაჯილდოების ცერემონიაზე აღინიშნა აკადემიკოსების, პროფესორებისა და მეცნიერ-თანამშრომლების მნიშვნელოვანი წვლილი ქართული მეცნიერების განვითარებაში, სამეცნიერო ცოდნის გავრცელებაში, ახალგაზრდა თაობის აღზრდასა და ქვეყნის ინტელექტუალური პოტენციალის გაძლიერებაში.

 

ღონისძიება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და სპორტის სამინისტროს ინიციატივითა და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით გაიმართა.

თარიღი: 22/07/2026